ფოტოკოლაჟი

...

Wednesday, June 5, 2019

ხაშურის N1 საჯარო სკოლა - #ციფრულისკოლა

პროექტის - ,,არა სიღარიბეს" ფარგლებში განხორციელებული აქტივობების ამსახველი მოკლე ვიდეომასალა

Wednesday, May 15, 2019

ციფრული კომპეტენციების განვითარება

ხაშურის N1 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს პროექტის "არა სიღარიბეს" განხორციელება. მიმდინარეობს პროექტის შემდგომ აქტივობებზე მუშაობა, რომლის ფარგლებში მოსწავლეთა ერთი ჯგუფი მუშაობს ბლოგის შექმნაზე, მეორე ჯგუფი ქმნის პოსტერებს სიღარიბის თემაზე (padlet.com, canva.com) ხოლო მესამე ჯგუფი მუშაობს ინტერვიუს კითხვებზე და ემზადება სოციალურ სააგენტოში ვიზიტზე. ციფრული კომპეტენციების განვითარებაში აქტიურად მონაწილეობს ჩვენი სკოლის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი გიორგი გუგბერიძე.

Tuesday, May 14, 2019

პროექტი "არა სიღარიბეს"


"ციფრული სკოლის" ფარგლებში, პროექტში მონაწილე მასწავლებლებმა დაიწყეს ინოვაციური მეთოდი-პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, დაწერეს პროექტი "არა სიღარიბეს" და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად დაიწყეს პროექტის განხორციელება. ჩატარადა პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ფასილიტაციას უწევდნენ ნატო კლდიაშვილი და მაკა ხაჩიძე.

 შეხვედრის მიზანი იყო   მოსწავლეებში  ცნობიერების ამაღლება სიღარიბის მიმართ და ემპათიის გამოწვევა ამ პრობლემისადმი.


Tuesday, May 7, 2019

სამუშაო შეხვედრა მე-6 კლასის მოსწავლეებთან

,,ციფრული სკოლის მოდელის" ფარგლებში ნინო წერეთელმა მე-6 კლასის მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრა ჩაატარა, რომელიც ხაშურის N1 საჯარო სკოლის ციფრული სტრატეგიის მიხედვით დაიგეგმა.


Thursday, May 2, 2019

,,ციფრული სკოლის" მოდელის მორიგი სამუშაო შეხვედრა

,,ციფრული სკოლის" მოდელის მორიგი სამუშაო შეხვედრა შედგა. სამუშაო ჯგუფმა ხაშურის N1 საჯარო სკოლის ციფრული სტრატეგიის შემუშავება დაიწყო.

Monday, March 25, 2019

სელფის სკოლის რეპორტი

სელფის სკოლის რეპორტი თავს უყრის და ადარებს სკოლის ლიდერების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებებს.
ნამდვილი "სელფის" მსგავსად, სელფიში შეგროვებული ინფორმაცია ჩვენი სკოლის მყისიერ სურათს იძლევა თუ სად ვართ ამჟამად სწავლა-სწავლებაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით.
სელფის შედეგებიდან გამომდინარე დავგეგმეთ დიალოგი სასკოლო საზოგადოებასთან, რათა გამოვავლინოთ ძლიერი და სუსტი მხარეები და სწავლის ხელშესაწყობად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების გეგმა შევიმუშაოთ.



Monday, March 11, 2019

,,ციფრული სკოლა"

#პირველიწარმატებისადგილი
✅ხაშურის N1 სკოლა, საქართველოს 120 სკოლასთან ერთად, ახალ პროექტში - “ციფრული სკოლა-საქართველო” ჩაერთო. ✅“ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით. პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები: სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას; სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს; ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ; მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით. პროექტში მონაწილეობა სკოლას ასევე დაეხმარება: სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოს და განახორციელოს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები; სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოს მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც მზად იქნება ციფრული ინოვაციების დასანერგად.