#პირველიწარმატებისადგილი
✅ხაშურის N1 სკოლა, საქართველოს 120 სკოლასთან ერთად, ახალ პროექტში - “ციფრული სკოლა-საქართველო” ჩაერთო. ✅“ციფრული სკოლა-საქართველო” 2018 წლის სექტემბერში დაიწყო ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და ტალინის უნივერსიტეტის (ესტონეთი) კოორდინირებით. პროექტი ესტონურ გამოცდილებას ეყრდნობა და საქართველოს საჯარო სკოლებში განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად თანამონაწილეობითი დიზაინის, მონაცემებზე-დაფუძნებული გადაწყვეტილებების, თანამედროვე ციფრული სასწავლო პრაქტიკის დანერგვით. პროექტის ფარგლებში 120 სკოლის გუნდი მომზადდება, სკოლიდან 6 წევრის მონაწილეობით (სულ 720 მონაწილე). მონაწილეები: სკოლაში ციფრულ სასწავლო პრაქტიკას შეაფასებენ და მასზე დაყრდნობით შეიმუშავებენ ციფრულ სტრატეგიას; სასკოლო დონეზე დანერგავენ ციფრულ სტრატეგიაში გაწერილ აქტივობებს; ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დასანერგად შესაბამის ციფრულ ინსტრუმენტებს გაეცნობიან და გამოიყენებენ; მონაწილეობას მიიღებენ კონფერენციაში, წარმატებული პრაქტიკის მაგალითებისა და ციფრული ინოვაციების გავრცელების მიზნით. პროექტში მონაწილეობა სკოლას ასევე დაეხმარება: სასკოლო და საკლასო კვლევა დაგეგმოს და განახორციელოს, მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები და რჩევები; სკოლის სამოქმედო გეგმა მოამზადოს მომავალი სასწავლო წლისთვის სკოლის ბაზაზე ჩამოაყალიბოს გუნდი, რომელიც მზად იქნება ციფრული ინოვაციების დასანერგად.
No comments:
Post a Comment