სსიპ ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლა
ხაშურის პირველი საჯარო სკოლა (სრული სახელი - სსიპ - ქალაქ ხაშურის №1 საჯარო სკოლა) — ქალაქ ხაშურის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება. 1908 წ. 10 ნოემბერს ხაშურში გაიხსნა ოთხკლასიანი კერძო პროგიმნაზია. 1912 წ. არსებობდა ექვსკლასიანი პროგიმნაზია, ხოლო 1915 წლისთვის - გიმნაზია.1916 წ. აიგო გიმნაზიის შენობა ამჟამად ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, რომელსაც ხალხი დღესაც გიმნაზიის სახელით მოიხსენიეს. მის კედლებში აღიზარდნენ პროფესორი კალისტრატე სალია, გრიგოლ კიკნაძე, გრიგოლ ბარამიძე და სხვანი.
XIX საუკუნის 70–იანი წლებიდან, ხაშურის რაიონში დღის წესრიგში დგება მოსახლეობაში პირველდაწყებითი განათლების გავრცელება. ადგილობრივი საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგი იყო 1881 წლის ოქტომბერში ხაშურში პირველი საგანმანათლებლო დაწესებულების – ზემოჭალის ორკლასიანი სასწავლებლის დაარსება. 1888 წელს ხაშურში გაიხსნა რკინიგზის კერძო სასწავლებელი, ხოლო 1891 წელს ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზზე პირველი ორკლასიანი სასწავლებელი. მე–20 საუკუნის დასაწყისში საზოგადოებაში მომწიფდა აზრი ხაშურსა და სურამში საშუალო სასწავლებლების დასაარსებლად. 1908 წლის სექტემბერში მოწვეულ იქნა ხაშურის მაცხოვრებელთა კრება, რომელმაც სასწავლებლის დასაარსების სისრულეში მოსაყვანად აირჩია რწმუნებულთა ჯგუფი, რომელსაც მიანდო საშუალო სკოლის დაარსების ორგანიზება. გიმნაზიის ფინანსური უზრუნველყოფისათვის თითქმის მთელმა ხაშურმა გაიღო შეწირულობა. 1908 წლის 10 ოქტომბერს გაიხსნა ხაშურის პროგიმნაზია, რომელიც თავდაპირველად ორკლასიანი იყო, ხოლო 1909 წლის 1 სექტემბერს დაემატა მესამე კლასი. 1911–1912 წლებში ხაშურის პროგიმნაზიას ხელმძღვანელობდა სერგეი ფილიპეს ძე ოდარჩენკო. 1912 წლისთვის ხაშურის კერძო პროგიმნაზია ექვსკლასიანია. ამავე წელს გიმნაზიის გამგის თანამდებობაზე მოიწვიეს ქუთაისის გიმნაზიის ყოფილი მასწავლებელი პროკოფი არტემის ძე ბოჟკო, რომელიც ლათინურ ენას ასწავლიდა. ა. ბოჟკო 1914 წელს, ხაშურში გარდაიცვალა. 1914–1917 წლებში ხაშურის პროგიმნაზიის დირექტორად მოწვეული იყო ალექსანდრე მდივანი, რომელიც 1907–1915 წლებში თბილისის ქართული გიმნაზიის დირექტორი იყო. ხაშურის გიმნაზიისთვის საჭირო შეიქმნა დაწყებულიყო გიმნაზიისთვის საკუთარი შენობის მშენებლობა. 1915 წლის 11 აპრილს თბილისიდან ხაშურში ჩავიდა საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი. 12 აპრილს, ეგზარქოსმა ხაშურის რკინიგზის ეკლესიაში წირვა აღავლინა. ეგზარქოს პიტიმირის წინამძღოლობით შეკრებილი დიდძალი ხალხი ჯვრით ხელში გაემგზავრნენ იმ ადგილისკენ, სადაც საფუძველი უნდა ჩაყროდა გიმნაზიის შენობას. პროცესში მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა სასულე ორკესტრი. 12 აპრილს, კვირას, 12 საათზე აკურთხეს ხაშურის სავაჟო სრულფასოვანი გინაზიია შენობის საძირკველი. კურთხევას დაესწრნენ: საქართველოს ეგზარქოსი პიტიმირი, კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი ბ. რუდოლფი, თბილისის გუბერნატორი ბ. სტახოვსკი, საპატიო სტუმრები და ათი–ათასამდე ხალხი. 1916 წლის იანვარს ხაშურის ვაჟთა გიმნაზია ახლადაშენებულ შენობაში გადავიდა. 1915 წლის ნოემბრიდან ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის გვერდით არსებობა დაიწყო ქალთა გიმნაზიამაც.
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხაშურის პირველი სკოლის შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
დირექტორები:
პროკოფი ბოჟკო 1912–1914
ალექსანდრე მდივანი 1914–1917
ილია ჯიშკარიანი 1917–1918
შალვა მხეიძე 1919–1920
ილია ფერაძე 1921–1924
თეოდორე კაპანაძე 1924–1926
არჩილ ღვინიაშვილი 1926–1928
მოსე ნოზაძე 1931–1933
ევგენი ნოზაძე 1933
ალექსანდრე ჯაფარიძე 1933–1934
ვანო ძინძიბაძე 1934
ნიკოლოზ კვირიკაშვილი 1934–1935
შალვა მაღრაძე 1935–1936
გიორგი ტაბატაძე 1936–1941
თამარ ცინცაბაძე 1941–1973
კარლო გუნთაიშვილი 1973–1975
რევაზ ქაფიანიძე 1975–1976
სიმონ გურეშიძე 1976–1978
გიორგი შუბითიძე 1978–1983
ლია ებანოიძე 1983–2005
თამარ ბოჯგუა 2005–2007
ანნა ლაბაძე 2007–2013
მორის დანდურიშვილი 2014 წლიდან
ცნობილი პირველსკოლელები:
კალისტრატე სალია
გრიგოლ კიკნაძე
ალექსანდრე ბარამიძე
გრიგოლ ბუხნიკაშვილი
გრიგოლ ბარამიძე
შალვა ხერხეულიძე
ალექსანდრე ომიაძე
შალვა მშველიძე
მიხეილ ბითაძე
გიორგი ლობჟანიძე
No comments:
Post a Comment